ქორწილი / Wedding (მიხეილ კობახიძე) 1964

ქორწილი / Wedding (მიხეილ კობახიძე) 1964

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ კობახიძემიხეილ კობახიძე
სცენარის ავტორი: მიხეილ კობახიძემიხეილ კობახიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილინიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაურიგივი გიგაური
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილითენგიზ ნანობაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი (გოგი) ქავთარაძეგიორგი (გოგი) ქავთარაძე (ჭაბუკი), ნანა ქავთარაძენანა ქავთარაძე (გოგონა), ეკატერინე ვერულეიშვილიეკატერინე ვერულეიშვილი (დედა), ბაადურ წულაძებაადურ წულაძე (მგზავრი)
მუსიკალური გამფორმებელი: მიხეილ კობახიძე

ვაჟს ავტობუსით მგზავრობისას გოგონა მოეწონება. იმ დღიდან ლანდივით აედევნება, გოგონას გაცნობას მოახერხებს და მოეჩვენება, რომ ისიც თანაუგრძნობს. ვაჟი გრძნობის გამჟღავნებას გადაწყვეტს და თაიგულით ხელდამშვენებული შეყვარებულის სახლისკენ გასწევს. შეხვედრაზე ფიქრი ბედნიერებით ავსებს, მაგრამ რეალობა გამოაფხიზლებს — პატარძლის სამოსში გამოწყობილი მისი რჩეული ახალშეუღლებულ ქმართან და მაყრიონთან ერთად ბრუნდება სახლში, სადაც, როგორც ეტყობა, საქორწილო სუფრაა გაშლილი. იმედგაცრუებული ახალგაზრდა კედელს მიეფარება, შემდეგ კი გაწბილებას არ შეიმჩნევს და ენერგიული ნაბიჯით ქუჩას გაუყვება.

ფესტივალები და პრიზები:

სატელევიზიო ფილმების I საკავშირო ფესტივალის პრიზი. ქ. კიევი. (1965).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი; ფიარესის პრიზი;საერთაშორისო ევანგელისტური საზოგადოების კინოცენტრის «ინტერფილმის» პრემია ქ. ობერჰაუზენი (1965).

ახალგაზრდული ფილმების VI საერთაშორისო შეხვედრის ჟიურის დიდი პრიზი, კანი (1965).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის პრემია, ქ. ბუენოს-აირესი (1966).

ჟიურის სპეციალური პრიზი, «ფიპრესის» პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1966).

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *