ქორწილი, unflitered

ქორწილი, unflitered

not your typical wedding video…

სიყვარულებო, ალბათ, ოდესმე ცალკე მოგიყვებით ქორწილის ამბებს. თავიდან ვფიქრობდი აქაც შესავლის გაკეთებას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე მხოლოდ ეს კადრები გამეერთიანებინა. ეს არის, ალბათ, ყველაზე ბოლო წამებში დაორგანიზებული და ყველაზე DIY ქორწილი. მოგეხსენებათ, როგორი სტრესიც გამოვიარე ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ქორწილისთვის რეალურად მოვიცალე 1 კვირით ადრე და როცა თბილისში ჩავფრინდი, მაშინ დავიწყეთ ყველა დეტალის მოგვარება.

რა თქმა უნდა, არაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. დეკორაციები, ღამის თენება თაიგულების კეთებაში წყალში ჩაიყარა. 3 დღე ღრუბელი არ ყოფილა ცაზე და ცერემონიის წამებში დაიწყო საშინელი ქუხილი (ეს ის ღამე იყო, თბილისი რომ ლამის დაიტბორა). საბედნიეროდ აქ მთელი საღამო კი წვიმდა, მაგრამ კოკისპირული გვიანობამდე არ ყოფილა და ცეკვაც მოვასწარით.

სიტყვებით ვერ აღვწერ, იმას თუ როგორ დაგვეხმარა ყველა ამ დღის ორგანიზებაში. პირველ რიგში ჩემი ოჯახი და მეგობრები. აქ რა ვიდეოებსაც ხედავთ, უმრავლესობა ჩემი მეგობრების გადაღებულია.

ვიცი ბევრს გული დასწყდება, თუმცა სტუმრების უმრავლესობას ქართული რადგანაც არ ესმის, ქეფშენები ინგლისურ ენაზე დავურთე.

ულამაზესი ფირის ფოტოები მარიამ ებანოიძის (@ mariam.eba) დამსახურებაა (უღრმესი მადლობა მარიამ ამ უსაყვარლესი კადრებისთვის და უამრავი ვიდეოსთვის, რომელთა გარეშეც ეს ვიდეო არ შეიკვრებოდა).
https://www.instagram.com/mariam.eba/

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ანინას (@ aninanina1) და ირაკლის (@ septdoigt), რომლებიც თავიანთი სურვილით (სრულიად დაუგეგმავად) წამოვიდნენ ბაზალეთზე ამ ულამაზესი მანქანით. მათ მიერ გადაღებულ კადრებს მოგვიანებით გაგიზიარებთ.
https://www.instagram.com/aninanina1/
https://www.instagram.com/aninaloha/
https://www.instagram.com/septdoigt/

დიდი მადლობა თქვენ მოლოცვებისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის, გკოცნით და გეხვევით 💘 დეა

ჩემი Instagram: https://www.instagram.com/caveolae/
დეალოგის Instagram: https://www.instagram.com/dea.logi/
დეალოგი Spotify: https://spotifyanchor-web.app.link/e/1vLFxAd0Jzb
ინგლისური არხი: https://www.youtube.com/@deagogishvilieng
Facebook ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/caveole
TikTok: https://www.tiktok.com/@caveolae?is_from_webapp=1&sender_device=pc

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *