ჩხიკვთა ქორწილი (ქართული მულტფილმი)

ჩხიკვთა ქორწილი (ქართული მულტფილმი)

ჩხიკვთა ქორწილი — 1957 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, სტუდიაში ქართული ფილმი. როლებს ახმოვანებენ სესილია თაყაიშვილი და აკაკი ხორავა.
ფილმში ჟღერს სიმღერები, დაწერილი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის მიერ.

სიუჟეტი:
მას შემდეგ, რაც ზაქარას შეუყვარდება ქეთევანი და მისგან ცოლობაზე უარს მიიღებს, ის დასახმარებლად არწივს ეწვევა. არწივის რჩევით ზაქარა და მისი მეგობრები მიდიან ქეთევანის ბუდესთან და უმღერიან მას. ყოყმანის შემდეგ ქეთევანი თანხმდება ქორწინებაზე.
საქორწინო სამზადისის შემდეგ ჩნდებიან მეფე-დედოფალი. ტყეში გაშლილ სუფრაზე უამრავი სტუმარია თავმოყრილი.
ქორწილში ასევე ჩნდება დაუპატიჟებელი სტუმარიც — ყვავი. იგი გამოიცეკვებს პატარძალს, შემდეგ კი მას მელას გადაუგდებს. ყველა დაედევნება მათ. არწივი თავად იჭერს მელას და მდინარეში აგდებს მას. ზაქარა იბრუნებს ქეთევანს. ღამის დადგომას ისინი ერთად, წიფლის ტოტზე შემომსხდარები ხვდებიან.

ჯილდო:
1958 წელს, მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, ფილმს მიღებული აქვს სპეციალური პრიზი და მესამე პრემია ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.

რეჟისორი: არკადი ხინთიბიძე
ნაწარმოები ჩხიკვთა ქორწილი: ვაჟა ფშაველა
კომპოზიტორი: მერი დავითაშვილი
ანიმატორი: ავენირ ხუსკივაძე
სტუდია: ქართული ფილმი
პრემიერა: 1957

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *