https://youtube.com/playlist?list=PL3vBt8iisK1jE9KpTucFfbd8W-_SZvo50&si=pBmEIxT7Q4kC04qj
/>https://music.youtube.com/@Vibe.Syndicate
https://www.facebook.com/Georgian.Vibe.Syndicate
https://www.instagram.com/georgian.vibe.syndicate/
https://www.tiktok.com/@georgian.vibe.syndicate
ტექსტი:
ერთს ამბავს გეტყვით, შვილებო,
ჩემის თვალითა ნანახსა,
მაშინდელს, როცა ტყვიის ხმას
ვეძახდით დედის ნანასა.
ერთხელ გავარდა ამბავი,
მოდის თათრების ჯარიო,
ჯარს მოთავეობს მაჰმადი,
ქრისტიანების მსრავიო…
მაშინ მეფობდა ერეკლე,
ჩვენი პატარა კახია:
ქვა-კირით არის ნაგები,
გულთაფლი, სახით მკვახია.
ჟინვანს მოვიდა ქაღალდი,
მოწერილობა მეფისა:
“აბა, არაგვო, აჩქარდი,
შენი ერეკლე გელისა.
ნუ მაჭმევთ თათრების ჯავრსა,
თქვენს მკლავებს ვენაცვალები,
თუ აიკლებენ ტფილისსა,
სჯობს დავითხაროთ თვალები”.
ეს ხმა გავარდა სოფელში,
აღელვდენ ვაჟკაცებია,
სოფლიდამ სოფელს გასძახის
ბუკის, ნაღარის ხმებია.
ფხიზლადა მყოფნი გუშაგნი
მთიდამ ამცნებენ სოფლებსა,
რომ გამოვიდნენ გულადნი,
ექმნენ მფარველად ობლებსა.
რა ვნახე მეფის ქაღალდი,
გულმა დამიწყო ფრიალი:
თვალთ მომეჩვენა ვაჟკაცნი
ომი, შუბ-ხმალთა ტრიალი.
ყმაწვილად ვიყავ მაშინა,
ახლად წვერ-შემომდინარი,
ომი ქორწილი მეგონა,
სისხლის რუ — წყარო მდინარი.
მკლავთა დამიწყეს თამაში,
და მირბენს ჟრუანტელია;
ხირიმი მიძე კალთაში,
ხმალზედ მიჭიდავს ხელია.
#ქართულიპოეზია #ვაჟაფშაველა #ქართულისიმღერა #საქართველო #პატრიოტული #ქართული #Georgia #loseyourself #Tbilisi #History #Warriors #Motivation #პოეზია #GeorgianCultures #კულტურა #მთა #ბიჭობა #კაცობა #ქართულიკულტურა #ფოლკლორი #ფანდური #GeorgianPoetry #VazhaPshavela #GeorgianCulture #GeorgianFolk #Panduri #Poetry #Philosophy