ქორწილი — [1964] 🇬🇪 🎥🎬

ქორწილი — [1964] 🇬🇪 🎥🎬

ქორწილი
კომედია
კომპანია ”ქართული ტელეფილმი”
ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 587 მეტრი, 21 წუთი
გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1965

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ კობახიძე
სცენარის ავტორი: მიხეილ კობახიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი

მონაწილეობენ:
გიორგი (გოგი) ქავთარაძე (ჭაბუკი)
ნანა ქავთარაძე (გოგონა)
ეკატერინე ვერულეიშვილი (დედა)
ბაადურ წულაძე (მგზავრი)

ავტობუსის კლაუსტროფობიულ სივრცეში ახალგაზრდა ბიჭს და გოგოს ერთმანეთი მოეწონებათ. თაიგულით ხელდამშვენებული ბიჭი , გოგონას სახლისკენ გაემართება და… მოულოდნელად გოგონას ქორწილში აღმოჩნდება.

ჩამოტანის წელი 2017.აღდგენის წელი 2018. აღადგინა პაატა გოძიაშვილმა.

მუსიკალური გამფორმებელი: მიხეილ კობახიძე

ფესტივალები და პრიზები:
1965
სატელევიზიო ფილმების I საკავშირო ფესტივალის პრიზი. ქ. კიევი.

1965
მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი; ფიარესის პრიზი;საერთაშორისო ევანგელისტური საზოგადოების კინოცენტრის «ინტერფილმის» პრემია ქ. ობერჰაუზენი

1965
ახალგაზრდული ფილმების VI საერთაშორისო შეხვედრის ჟიურის დიდი პრიზი, კანი

1966
მოკლემეტრაჟიანი ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის პრემია, ქ. ბუენოს-აირესი

1966
ჟიურის სპეციალური პრიზი, «ფიპრესის» პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *